კომპანია Water Vital-ის შესახებ

Water Vital დაფუძნდა წყლისა და წყლის ტექნოლოგიების ხანგრძლივი კვლევებისა და სამეცნიერო შემუშავებების შედეგად. კომპანიის მიზანია მსოფლიოს წარუდგინოს ინოვაციური ტექნოლოგია „ცოცხალი“ სტრუქტურირებული წყლის შესაქმნელად და მისი გამოყენება ხელმისაწვდომი გახადოს როგორც პირადი, ისე სამრეწველო მიზნებისთვის.

ამგვარად, არსებული წყლის პრობლემები გადაწყდა კვლევითი სამუშაოებისა და ექსპერიმენტების მეშვეობით, რა დროსაც აღმოაჩინეს წყლის ახალი თავისებურებები, წყლის ტექნოლოგიების ასპექტები და წყლის მოლეკულების განსაკუთრებული როლი ქიმიურ პროცესებში. ამ თემაზე მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კვლევა არსებობს.

Water Vital-ის მთავარი ამოცანაა, თურქეთში შემუშავებული SuYasatma-ს პროდუქცია გახდეს მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გამოყენებადი, როგორც წყლის პრობლემების გადაჭრის მაღალტექნოლოგიური საშუალება. კომპანია მადლობას უხდის თავის პარტნიორებსა და კლიენტებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ამ ტექნოლოგიით.

„ცოცხალი წყლის“ ტექნოლოგია

ცოცხალი წყალი“ არის წყალი, რომელსაც მოლეკულების ექვსკუთხა, ჰექსაგონალური სტრუქტურა აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სტრუქტურირებული და აქტივირებული წყალი. „ცოცხალი წყლის“ ტექნოლოგია წყლის მოლეკულების ბუნებრივი სტრუქტურიზაციისა და რეზონანსის პრინციპზე მუშაობს, რაც მას უნიკალურს ხდის და სხვა ტექნოლოგიით მისი ჩანაცვლება შეუძლებელია.

Water Vital-ის ხელსაწყოების შიგნით არსებული „ინოვაციური სითხე“ უშუალო კონტაქტის გარეშე უზრუნველყოფს წყლის რესტრუქტურიზაციას რეზონანსის პრინციპზე დაყრდნობით.

ამის წყალობით, წყალი და საკვები პროდუქტები იძენენ ბუნებრივ (ჰექსაგონალურ) სტრუქტურას. ამასთან, ბუნებრივი ტექნოლოგია აგვარებს წყალში კირის ნადების, კოროზიისა და ბაქტერიების გავრცელების პრობლემებს, რაც სამრეწველო გამოყენებისას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იძლევა.

Water Vital-ის სისტემა და მოწყობილობა არ საჭიროებს მომსახურე პერსონალს, ენერგიის წყაროს, სერვისულ მომსახურებას, სახარჯ მასალებსა და შეკეთებას. მისი მონტაჟი და მიწოდება ძალიან მარტივია.

ეს არის უდანაკარგო, ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებისთვის უსაფრთხო ტექნოლოგია, რომელსაც ეკოლოგებიც უჭერენ მხარს. ის მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება.

Water Vital-ის მოწყობილობები „ცოცხალი წყლის“ შესაქმნელად არ ემსახურება წყლის გაწმენდას, ფილტრაციას, დამაგნიტებას, იონიზაციას ან დარბილებას. ეს სრულიად განსხვავებული, ინოვაციური ტექნოლოგიაა. „ცოცხალი“ სტრუქტურირებული წყლის შესაქმნელი ეს მოწყობილობა დამზადებულია თურქეთში, აქვს 5-წლიანი გარანტია და წყლის პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

„ცოცხალი წყლის“ ტექნოლოგიის თავისებურებები

წყალი მოლეკულებისგან შედგება, რომლებიც კლასტერებად ჯგუფდებიან. „ცოცხალ“ სტრუქტურირებულ წყალს განსაკუთრებული აგებულება აქვს, სადაც წყლის 6 მოლეკულა (H₂O) თანმიმდევრულად უკავშირდება ერთმანეთს და ქმნის ექვსკუთხა სტრუქტურას. ეს უნიკალური განლაგება უფრო რთული კრისტალური ქსელის საფუძველია, რომელიც მრავალი ექვსკუთხა სტრუქტურის გაერთიანებით წარმოიქმნება. „ცოცხალ“ წყალს 18%-ით ნაკლები ზედაპირული დაჭიმულობა აქვს, ის უფრო რბილი და ჟანგბადით გამდიდრებულია.

„ცოცხალ“ წყალში ანაერობული (მავნე) ბაქტერიები იღუპებიან, ხოლო წყლის სწორი სტრუქტურა ხელს უწყობს აერობული (სასარგებლო) ბაქტერიების გამრავლებას.

„ცოცხალ“ წყალში კალციუმის კარბონატის სტრუქტურა ნადგურდება, რის შედეგადაც კირი იშლება და მცირდება კირის ნადების წარმოქმნა.

სუსტდება მაგნიტური კავშირი წყლის მოლეკულებსა და ლითონის იონებს შორის, რის წყალობითაც კოროზიის ეფექტი 24-ჯერ მცირდება.

წყალს შეუძლია გადასცეს და შეინახოს ინფორმაცია ყველა ქიმიური ელემენტის, მათ შორის მძიმე ლითონებისა და ტოქსინების შესახებ, რომლებიც მასში ფილტრაციამდე იყო. ეს ინფორმაცია წყლის მეხსიერებაში ელექტრომაგნიტური ტალღების სახით ინახება. Water Vital-ის მოწყობილობა სრულად ასუფთავებს წყალს ამ უარყოფითი ინფორმაციისგან. ამ თვალსაზრისით, წყალი ხდება არა მხოლოდ „ცოცხალი“, არამედ ჯანსაღიც.

სტრუქტურირებული წყალი უფრო მეტად არის გაჯერებული ენერგიით, ვიდრე არასტრუქტურირებული წყალი, და ის უფრო სასურველია ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის.

„ცოცხალი წყლის“ ტექნოლოგია და Water Vital-ის მოწყობილობა საშუალებას იძლევა, მივიღოთ ნატურალური, ჯანსაღი წყალი და გადავჭრათ უხარისხო წყლის პრობლემა როგორც პირადი მოხმარებისთვის, ისე სამრეწველო მიზნებისთვის.

Water Vital-ის მოწყობილობების გამოყენება ზრდის ენერგიის მოხმარების ეფექტურობას, ამცირებს წყლის მოხმარებას, ნარჩენებს და ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, ასევე ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

„ცოცხალი“ სტრუქტურირებული წყალი:
– ანელებს დაბერებას
– აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
– ზრდის ორგანიზმის საერთო გამძლეობას
– მატებს სიცოცხლისუნარიანობასა და ენერგიას
– აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
– ხელს უწყობს კანის დაავადებების სწრაფ განკურნებას

მინარევების არარსებობა და წყლის სწორი სტრუქტურა ხელს უწყობს მის შეღწევას უჯრედშორის მემბრანებში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ორგანიზმის გაწმენდას წიდისა და ზედმეტი ცხიმებისგან. ამ პროცესში სისხლი სუფთავდება, გამოიყოფა ქოლესტერინი და მაგრდება სისხლძარღვების კედლები.

Water Vital-ის მოწყობილობების დახმარებით თქვენ მიიღებთ ნამდვილ „ცოცხალ“ წყალს, დაბალანსებული შემადგენლობით და ბუნებრივი წყლის ანალოგიური სტრუქტურით.

Water Vital®-ის წყლის ტექნოლოგიების გამოყენების სფეროები

null

წყლის დარბილება

Water Vital-ის წყლის სტრუქტურიზაციის ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია წყლის დამარბილებელი სისტემების მომსახურების ვადის გაზრდა, ასევე ენერგიისა და მარილების დაზოგვა.
null

საკანალიზაციო სისტემები

Water Vital აუმჯობესებს ჩამდინარე წყლების სისტემას, ამცირებს ბაქტერიების რაოდენობასა და უსიამოვნო სუნს, ასევე ქმნის უფრო ჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოს.
null

გათბობა, გაგრილება, ორთქლის სისტემები

Water Vital-ის მოწყობილობების მეშვეობით მცირდება კირის, ჟანგისა და ნადების წარმოქმნა, იზრდება ენერგიისა და ქიმიკატების გამოყენების ეფექტურობა.
null

ქიმიური ნივთიერებების გამოყენება

წარმოებაში წყლის ზედაპირული დაჭიმულობის შემცირება ხელს უწყობს ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემცირებასა და მათი ეფექტურობის ზრდას.
null

აუზები

Water Vital-ის მეშვეობით აუზებში წყალი უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო ხდება, უმჯობესდება მისი ფერი და გამჭვირვალობა, მცირდება ბაქტერიების ზრდა და აუზებისთვის განკუთვნილი ქიმიკატების ხარჯი.
null

საგამომცემლო საქმე

„ცოცხალი“ წყლის გამოყენებით, ბეჭდვისას ფერები უფრო გაჯერებული და კონტრასტული ხდება, შრობის სიჩქარე იზრდება, საღებავების ხარჯი კი მცირდება. ასევე, თავიდან არის აცილებული წყალში ბაქტერიების გავრცელება და კოროზიის წარმოქმნა.
null

საუნა და სპა-სალონი

„ცოცხალი“ წყალი თმასა და კანს უფრო მბზინავ, რბილ და გლუვ იერს ანიჭებს, იზრდება ორთქლისა და წყლის ხარისხი, იზრდება საუნებსა და აბანოებში პროცედურების ეფექტურობა და თავიდან არის აცილებული ბაქტერიების ზრდა.
null

მცენარეები და ლანდშაფტი

„ცოცხალი“ წყალი მცენარეების სტრუქტურას უფრო ძლიერს ხდის, მცენარე უკეთესად ითვისებს რკინას ნიადაგიდან, ძლიერდება ყვავილობა, უფრო იშვიათია ავადობა, მცირდება სასუქების საჭიროება.
null

ავტოკლავი

მცირდება ჟანგისა და კირის ნადების წარმოქმნა, იზრდება ავტოკლავის მომსახურების ვადა და მუშაობის ეფექტურობა, უმჯობესდება სტერილიზებადი საგნების ჰიგიენა.
null

სასმელები

„ცოცხალი“ წყლისგან მომზადებული სასმელები უფრო არომატულია, გემო უფრო რბილი და მკვრივია, ნახშირორჟანგის ბუშტუკები ზომაში მცირდება, დუღილის სიჩქარე იზრდება.
null

ანმრთელობა

„ცოცხალი“ წყალი ხელს უწყობს ორგანიზმში პროცესების დაბალანსებას, ამცირებს უჯრედების მომატებულ მჟავიანობას, აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას და ზრდის ორგანიზმის გამძლეობას მავნე ზემოქმედებების მიმართ.
null

სამზარეულო და საკვები პროდუქტები

საკვები პროდუქტები ხდება უფრო გემრიელი, არომატული და ჯანსაღი, დიდი ხნის განმავლობაში რჩება ახალი. იზრდება სამზარეულოს აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ინტერვალები.
null

ხორცი და ხორცის პროდუქტები

ხორცის დასამუშავებლად „ცოცხალი“ წყლის გამოყენება აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს, გემოსა და შენახვის ვადას. ამასთან, მცირდება მარილწყალისთვის მარილის მოხმარება.
null

რძე და რძის პროდუქტები

უმჯობესდება რძისა და რძის პროდუქტების გემო, მცირდება ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საჭიროება რძის მრეწველობის აღჭურვილობების გასაწმენდად.
null

ფქვილის წარმოება

იზრდება ფქვილის საწარმოო მოწყობილობების მომსახურების ვადა და მიიღწევა ენერგიის ეკონომია. ქატო უკეთესად სცილდება ხორბალს, რაც უფრო თეთრი და ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე ფქვილის მიღების საშუალებას იძლევა.
null

სამრეცხაო

სარეცხი ხდება უფრო რბილი, სუფთა, მცირდება სარეცხი საშუალებებისა და კონდიციონერის ხარჯი, იზრდება თეთრეულის/ნივთების მომსახურების ვადა, ნეიტრალდება ჩამდინარე წყლების სუნი, მცირდება ნადების წარმოქმნა.
null

პურ-ფუნთუშეული

ცომი უფრო ერთგვაროვანი ხდება და სრულად ავლენს ხორბლის გემოს. მცირდება საფუარის მოხმარება 20-30%-ით, ხოლო მზა ნამცხვარი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ახალი, არომატული და არ იფშვნება.
null

სოფლის მეურნეობა

სტრუქტურირებული წყალი ზრდის მინერალების დაშლის სიჩქარეს ნიადაგში, ჩქარდება მცენარეების ზრდა, მატულობს მოსავლიანობა, მცენარეები უფრო იშვიათად ავადდებიან, სასუქებისა და ქიმიკატების ხარჯი მცირდება.
null

მეცხოველეობა

უმჯობესდება ცხოველების ჯანმრთელობა, ბეწვი ხდება უფრო მბზინავი, იზრდება მათი წონა და მატულობს შობადობა. ამასთან, მნიშვნელოვნად მცირდება სპეციფიკური სუნისა და აირების (ამიაკი, გოგირდწყალბადი) წარმოქმნა მეცხოველეობის კომპლექსებში.
null

მეფრინველეობა

მცირდება ფრინველებისთვის ვიტამინების მიცემის საჭიროება, ისინი ხდებიან უფრო ცოცხლები, დინამიურები, სიკვდილიანობის დონე იკლებს. იზრდება წყლის მოხმარება და მცირდება საკვების მოხმარება. მნიშვნელოვნად მცირდება სპეციფიკური სუნისა და აირების (ამიაკი,გოგირდწყალბადი ) წარმოქმნა მეფრინველეობის კომპლექსებში.

Water Vital®-ის სამრეწველო აღჭურვილობის მონტაჟი და ინსტალაცია